Thursday, July 22, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა.

პროექტის სახელი
ყველი

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
პროექტში განვიხილავთ ყველის ,როგორც ერთ-ერთისაკვები პროდუქტის სახეობებს, დამზადების ტექნოლოგიას.

პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები გაარკვევენ ნივთიერების სახელწოდებას ,რომელიც საჭიროა რძისგან ყველის დასამზადებლად,პირობებს, რომელშიც ეს ნივთიერებაა უფრო ეფექტური ,რა პირობებში კარგავს ეფექტურობას, რა როლს ასრულებს ეს ნივთიერება ყველის დამზადების პროცესში.უფროსებთან გასაუბრებით დაადგენენ ამ ნივთიერების საოჯახო პირობებში მომზადების წესს და გაარკვევენ რა სახის ყველს ამზადებენ ჩვენს მხარეში, თვითონვე მიიღებენ მონაწილეობას ყველის დამზადების პროცესში.

მონაწილეთა ასაკი
14 წელი

ვადები ხანგრძლივობა
1-2 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
პროექტის გეგმის შედგენა, ინფორმაციის მოძიება ლიტერატურული წყაროებიდან და ინტერნეტში,მოსწავლეებზე სამუშაოს გადანაწილება, მოძიებული მასალის ანალიზი.

მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას
მოძიებული და გადამუშავებული ინფორმაცია განთავსდებათ ბლოგზე.
სარგებელი სხვებისთვის
პროექტის გაცნობისას დაინტერესებული პირი გაეცნობა კვეთის დამზადების წესს საოჯახო პირობებში, უშუალოდ ყველის დამზადების ტექნოლოგიას.


სამუშაო ენა -ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ მყავს

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტი კავშირშია თემასთან:"ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები"

პროექტის ავტორი
ციური კაპანაძე

ავტორის ელ.ფოსტა
ciurikapanadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
ciurikapanadze.blogspost.com